ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე.
„მონაწილეობა მივიღე ბრიუსელის ფორუმში. საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე.
ნატო-ს ოჯახში შესასვლელად მომზადების ფარგლებში ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ალიანსსა და მის პარტნიორებთან”, – წერს ღარიბაშვილი.