“სინოვაკის” ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდება
“სინოვაკის” ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია როგორც პირველ, ასევე, მეორე დოზაზე დღეიდან, 14 ივნისიდან განახლდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, “სინოვაკის” მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. “სინოვაკის” ვაქცინა ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.
„1-ელ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ “სინოვაკის” ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა.
საქართველოში “სინოვაკის” 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშანად ეწვიეთ ვებ გვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522″, – ნათქვამია განცხადებაში.