13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა

13 ივნისის სტიქიიდან დღეს ექვსი წელი გავიდა.
2015 წლის 13 ივნისს, ღამის 10 საათზე დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ და მდინარე ვერეს ადიდებამ, 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაინგრა და განადგურდა ათობით საცხოვრებელი სახლი და დაზარალდა 800-მდე მოქალაქე. უხვი ნალექის და ინტენსიური წვიმის შემდეგ, ბეთანიაში 50 ჰექტრამდე ფართობის მთა ჩამოიშალა. დაძრული ღვარცოფული მასა, რომელსაც ძირიანად მოთხრილი ხეები და ქვა-ღორღი მოჰქონდა, 1959 წელს აშენებულმა გვირაბმა ვეღარ გაატარა, შეგუბების შედეგად ვერეს წყლის დონემ 15 მეტრამდე აიწია, რასაც ხეობის წყლით დაფარვა და მძიმე შედეგები მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრში მოექცა სვანიძის ქუჩა, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა და ზოოპარკის ტერიტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები