გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება“ ვაიძულეთ, მიშელის დოკუმენტზე ხელი მოეწერა, ასევე ვაიძულებთ, ამნისტიის კანონპროექტი შეცვალონ

„ქართულ ოცნებას“ ვაიძულეთ, შარლ მიშელის დოკუმენტზე მოეწერა ხელი, ასევე ვაიძულებთ, ამნისტიის კანონპროექტი შეცვალოს და სწორად მოიქცეს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება” პარტიული ინტერესებითაა მოტივირებული.

„ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გაიზარდა და პარტიული ინტერესებით არის მოტივირებული. ჩვენ „ქართული ოცნება“ ვაიძულეთ, შარლ მიშელის დოკუმენტზე მოეწერა ხელი. ასევე ვაიძულებთ, მომავალში ეს კანონპროექტი შეცვალოს და სწორად მოიქცეს. ასევე, ვაიძულეთ „ნაციონალური მოძრაობა“, პარლამენტში შემოსულიყო. ასევე ვაიძულებთ ორივე ამ პოლიტიკურ ძალას, გონს მოვიდნენ და სახელმწიფოს ინტერესები დააყენონ წინ“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები