ირაკლი ქადაგიშვილი: პარტიების დაფინანსების კანონპროექტით ბოიკოტი არ იზღუდება, ტერმინებით მანიპულირება არ უნდა იყოს

“პარტიების დაფინანსების კანონპროექტით ბოიკოტი არ იზღუდება, ტერმინებით მანიპულირება არ უნდა იყოს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოიკოტის გამო არანაირი სანქცია არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკისრება.

„დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბოიკოტი არსებობს რეგლამენტში და ბოიკოტის გამო არანაირი სანქცია არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკისრება. ტერმინებით მანიპულირება არ უნდა იყოს. კანონპროექტით საქმე ეხება იმას, რომ როცა პოლიტიკური პარტია მანდატს მიზანმიმართულად არ იყენებს, ამომრჩევლის ნებას არ ასრულებს და ინსტიტუციების დანგრევას ეწევიან, ევროპის საბჭოს შესაბამის რეზოლუციაშიც არის ეს ნახსენები, როცა პარტია წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ამ შემთხვევაში ბიუჯეტის თანხა ვერ მოხმარდება ასეთი მიზნების განხორციელებას. სხვა უფლებები არანაირად არ იზღუდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები