ევროპის საფეხბურთო ცხოვრებაში დღეიდან ერთი თვის განმავლობაში დღესასწაულია – ერთი წლით დაგვიანებით, EURO-2020 იწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება.
2020 წელს დაგეგმილი ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
UEFA-მ EURO 2020 პირველი კონტინენტურ ჩემპიონატის 60 წლის იუბილეს მიუძღვნა და მატჩები ევროპის 12 ქალაქში გადაანაწილა.
თუმცა, COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ქალაქებს არ შეეძლოთ ტრიბუნებზე მაყურებლის ყოფნის უზრუნველყოფა, უეფა-მ რამდენიმე მატჩი სხვა ქალაქში გადაიტანა.
ტურნირზე ჩატარდება 51 შეხვედრა, ფინალი ჩატარდება 12 ივლისს, ხოლო გახსნითი შეხვედრა – 12 ივნისს. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 10 მილიონი ევრო, ფინალისტს -7 მილიონი ევრო, ნახევარფინალისტს -5 მილიონი ევრო, მეოთხედფინალისტს – 3 250 000 ევრო. ჯამურად, სატურნირო პრიზებისათვის გამოყოფილია 34 მილიონი ევრო.
ტურნირის ოფიციალური თილისმა 2019 წლის 24 მარტს იყო წარდგენილი და მან მიიღო სახელწოდება “სქილზი”, “უნარები”.
წლევანდელი შეჯიბრის ბურთი წარადგინა Adidas-მა. ბურთმა მიიღო სახელწოდება “Uniforia”, რაც არის წარმოებული სიტყვებიდან “Unity”(ერთაინობა) და Euphoria (ეიფორია).
რაც შეეხება ტურნირის ოფიციალურ ჰიმნს – მისი ავტორი გახდა ნიდერლანდელი დიჯეი, მარტინ გარიქსი.