ანრი ოხანაშვილი: ლეგიტიმურია, რომ პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, დაფინანსება შეუწყდეს

“პარტია, რომელიც ხალხის მანდატის განხორციელებაზე და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე უარს ამბობს და საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, ლეგიტიმურია, რომ მას დაფინანსება შეუწყდეს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი არჩევანის თავისუფლებას ტოვებს.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით პარტიას დაფინანსება შეიძლება, შეუწყდეს, თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას საფინანსო აუდიტის სამსახურს, ამ შემთხვევაში, გაფრთხილების შემდეგ მას დაფინანსება შეუწყდება. ეს არ არის მარტო ქართული რეალობა, ეს არის საზღვარგარეთ არსებული რეალობა და პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა აპრობირებული მექანიზმია.

თუკი დეკლარაციის წარდგენისთვის შეიძლება, პარტიას დაფინანსება შეუწყდეს, პარტია, რომელიც ხალხის მანდატის განხორციელებასა და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე უარს ამბობს და საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, ლეგიტიმურია, რომ მას დაფინანსება შეუწყდეს. ჩვენ ვტოვებთ არჩევანის თავისუფლებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე  ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები