ბადრი ჯაფარიძე: ჩვენთვის საკმარისია აშშ-ის სენატის შეფასება, რომ ეს იყო ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ლელო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს.
პოლიტიკოსის თქმით, მისი პარტიისთვის აშშ-ის სენატის შეფასებაც საკმარისია.
„ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ კომისიის მუშაობაში, არ მიგვიღია მონაწილეობა მის შექმნაში და ჩვენთვის საკმარისია აშშ-ის სენატის მიერ შეფასება შარშანდელი არჩევნების და ეს არის შემდეგი შეფასება: რომ ეს იყო ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.