დავით ბაქრაძე: შარლ მიშელის დოკუმენტის არსი ისაა, რომ არ უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კონტროლის ბერკეტები
“არ ვაპირებ არცერთი იმ თანამდებობის დაკავებას, რომელიც ოპოზიციისთვის არის განსაზღვრული”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის არსი ისაა, რომ არ უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კონტროლის ბერკეტები.
„საპარლამენტო უმრავლესობას ძალიან უჭირს კომიტეტის თავმჯდომარეების სკამებსა და პრივილეგიებთან შელევა. არადა, შარლ მიშელის დოკუმენტის არსი ისაა, რომ არ უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კონტროლის ბერკეტები. არ ვაპირებ არცერთი იმ თანამდებობის დაკავებას, რომელიც ოპოზიციისთვის არის განსაზღვრული. ეს საკითხი იწელება და ოპოზიციის ნაწილი ვაპირებთ, კონკრეტული დამატებითი ინიციატივებით გამოვიდეთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პროცესი დააჩქაროს. არამხოლოდ ძალაუფლების ნაწილში, არამედ საარჩევნო მიმართულებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შემოტანა და სასამართლოს კანონის შეცვლა. მნიშვნელოვანი მიმართულებები არის გაჩერებული“, – განაცხადა ბაქრაძემ.