მიანმარზე ავიაკატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მთიან რაიონში ჩამოვარდა, რომლის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ოპოზიციური პორტალი – “ირავადი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავიაკატასტროფა სამხედრო ბაზასთან ახლოს მოხდა.

აღინიშნება, რომ ბორტზე 16 ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდარი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები