დაიწყო კვლევა „COVID-19 გავლება შემოქმედებით ინდუსტრიებზე – შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმა

დაიწყო კვლევა „COVID-19 გავლება შემოქმედებით ინდუსტრიებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის კვლევის მიზანია კულტურის სექტორში ჩართული ადამიანების გამოკითხვა, COVID-19 პანდემიით შექმნილი რეალური მდგომარეობის გამოსავლენად.

“2021“ შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმა რიგით მესამე მასშტაბურ კვლევას იწყებს საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად.

შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის კვლევის მიზანია კულტურის სექტორში ჩართული ადამიანების გამოკითხვა, COVID-19 პანდემიით შექმნილი რეალური მდგომარეობის გამოსავლენად. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის გაზაფხულზე პლატფორმამ ჩაატარა ანალოგიური კვლევა და მისი შედეგები საკმაოდ შემაშფოთებელი იყო. ახალი კვლევის მიზანია დავინახოთ ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებების დინამიკა. კვლევის შედეგები დაგვეხმარება შექმნილი სიტუაციის ანალიზსა და არსებულ რთულ რეალობაში საჭირო რეკომენდაციების შემუშავებაში. კვლევაში მონაწილოება შეუძლია ნებსნიერ კულტურის პროფესიონალს. კითხვარის ბმული: https://cutt.ly/anTdTnK შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმა შეიქმნა 2020 წელს და დღეისთვის სფეროს ათასამდე წარმოამდგენელს აერთიანებს. პლატფორმის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია სხვადასხვა მასშტაბის დარგობრივი კვლევები, სექტორში დასაქმებული პროფესიონალებისთვის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და კომუნიკაციის გამარტივება შემოქმედებითი ინდუსტრიების და სხვა დაინტერესებულ ადამინებს/სექტორებს შორის (საჯარო სექტორი, ბიზნეს სექტორი, სტარტაპერები, მედია, სტუდენტები)”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები