ჯანმო: კორონავირუსთან ბრძოლაში მხოლოდ ვაქცინა არ იქნება საკმარისი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში, დოქტორი დავით ნაბარო აცხადებს, რომ პანდემიასთან ბრძოლისთვის მხოლოდ ვაქცინა არ იქნება საკმარისი.

ამის შესახებ მან Sky News-ის ეთერში განაცხადა.

”მხოლოდ ვაქცინები არ იქნება საკმარისი კორონავირუსის დასამარცხებლად და ხალხს მოუწევს ცხოვრების წესის ადაპტირება”, – თქვა ნაბარომ და ხაზი გაუსვა, რომ ადამიანებმა უნდა შეამცირონ კონტაქტი ერთმანეთთან, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის გავრცელება.

ნაბაროს თქმით, ცნობილია, რომ “ვირუსი მუდმივად იცვლება, რაც  ნიშნავს შემდეგს –  მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია საოცარი აქტივია, ეს მასთან ბრძოლისთვის საკმარისი არ იქნება.

“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოქმედება ისე, თითქოს, ვირუსი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, კორონავირუსი ჯერ კიდევ “ძალიან საშიშია” და ხალხი გონივრულად უნდა მოიქცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები