ირაკლი ზარქუა: ისეთი ტონალობით დაიწყო მელიამ გამოსვლა, ვიფიქრე, უგრძნია კაცს დემოკრატია-თქო, ხმაც ჩაეხლიჩა, წყალი მივაწოდე
“ისეთი ტონალობით დაიწყო თავისი გამოსვლა ნიკა მელიამ, რომ ვიფიქრე, უგრძნია კაცს დემოკრატია-თქო. ხმაც ჩაეხლიჩა და წყალი მივაწოდე და ამაზე ნახეთ აგრესია იმიტომ, რომ კომპლექსი აქვს თვითონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიასგან გმირი არ გამოვა.
“ისეთი ტონალობით დაიწყო თავისი გამოსვლა მელიამ, რომ ვიფიქრე, უგრძნია კაცს დემოკრატია-თქო. ხმაც ჩაეხლიჩა და წყალი მივაწოდე და ამაზე ნახეთ ის აგრესია იმიტომ, რომ კომპლექსი აქვს თვითონ. კომპლექსი აქვს იმიტომ, რომ ზუსტად იცის, იმ პრინციპებით, იმ თავისი ბრახუნით გულზე, აქ არ უნდა ყოფილიყო ახლა. ტყვე ნახეთ ვინც არის, უკრაინის მოქალაქის ტყვე, რომელმაც რომ უბრძანა, შემოვიდა, მანამდე მწვანე არ ჰქონდა, ამიტომ იყო იქ. ასე რომ, როცა ვსაუბრობთ, დოჩანაშვილისა არ იყოს, ყოველ საღამოს ის დიდებული წამი არის ყოველთვის, როდესაც ჩავიხედებით და ყველამ ვიცით, ვინ ვინ ვართ, არ გამოვა მელიასგან გმირი, იმიტომ, რომ არანაირი თვისებები არ გააჩნია. კაცს, რომელსაც პრინციპები არ აქვს, კაცს, რომელსაც კაცური თვისებები არ აქვს, არ გამოვა მისგან გმირი”, – განაცხადა ზარქუამ.