ევროპარლამენტმა კოვიდპასპორტების დანერგვას მხარი დაუჭირა

 

ევროპარლამენტმა ევროპული ციფრული COVID სერთიფიკატის დანერგვას მხარი დაუჭირა, რომელიც შექმნილია ევროპაში პანდემიის დროს გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

სერთიფიკატი გაიცემა ეროვნული ხელისუფლების მიერ უფასოდ და იქნება ხელმისაწვდომი ციფრულ ან ქაღალდის ფორმატით, რომელიც QR კოდს შეიცავს.

დოკუმენტი ადასტურებს, რომ ადამიანი აცრილია COVID-19–ის წინააღმდეგ, ცოტა ხნის წინ მიიღო ტესტის უარყოფითი შედეგი ან ინფექციისგან გამოჯანმრთელდა. პრაქტიკაში, ეს იქნება სამი სხვადასხვა სერთიფიკატი.

ევროკავშირის ერთობლივი სისტემა სერთიფიკატების თავსებადობასა და ევროკავშირში შემოწმებას უზრუნველყოფს, ასევე, გაყალბებასა და თაღლითობას შეუშლის ხელს.

სისტემა გამოყენებული იქნება 2021 წლის 1-ელი ივლისიდან და ძალაში იქნება 12 თვის განმავლობაში.

სერთიფიკატი იქნება თავისუფალი გადაადგილების პირობა და არ ჩაითვლება სამგზავრო დოკუმენტად.

ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს ვაქცინაციის აღნიშნული სერთიფიკატები, რომლებიც წევრ სახელმწიფოებში იქნება გაცემული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები