ჯანმო: მსოფლიოში ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 15%-ით შემცირდა, სიკვდილიანობა კი – 8%-ით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 31 მაისის 6 ივნისის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით 3 016 005 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 24-30 მაისთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.

ასევე, გლობალური მასშტაბით შემცირებულია სიკვდილიანობის სტატისტიკა. კერძოდ, 31 მაისი-6 ივნისის პერიოდში ვირუსს 73 807 ადამიანი შეეწირა, რაც 24-30 მაისთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.

აღინიშნება, რომ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გასულ კვირას ინდოეთში დაფიქსირდა – 914 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა.

ინფიცირების შემთხვევები შემცირებულია ჯანმო-ს ექვსი რეგიონიდან 5-ში, კერძოდ: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 31%-ით; ევროპაში 17%-ით; ამასთანავე, მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება აფრიკაში 25%-ით.

სიკვდილიანობა გაზრდილია დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 19%-ით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 4%-ით, ასევე, აფრიკაში 2%-ით; თუმცა შემცირდა ევროპაში 21%-ით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 21%-ით და სამხრეთ ხმელთაშუა ზღვაში – 1%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები