პარლამენტთან „ნაცმოძრაობის“ წევრების დასახვედრად აქტივისტები „სირცხვილის კორიდორს“ აწყობენ
“ნაციონალური მოძრაობის” საკანონმდებლო ორგანოში შესვლის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ორგანიზატორები დეპუტატებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ.
ადგილზე მისული, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ არიან რომელიმე კონკრეტული პარტიის ან ორგანიზაციის წევრები.
მათი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგია და გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიუღებელია.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს აქვთ ტრანსფარანტები, ხმის საყვირები, რომლითაც, როგორც თავად ამბობენ, შეეცდებიან დისკომფორტი შეუქმნან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს პარლამენტში შესვლისას.
“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში მისვლას, დღეს 12:00 საათზე გეგმავს.