მიხეილ დაუშვილი: ცრუ ბრალდებებზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება

“ბრალდებები ჩვენი გუნდის პოლიტიკურ მომავალზე, დარწმუნებული ვარ, ვერ აისახება, რადგან ტყუილია”,- ამის შესახებ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და დანარჩენი წევრების ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

პარტია “საქართველოსთვის” წევრი, აცხადებს, რომ ცრუ ბრალდებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

„რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ცრუ ბრალდებები, რომელიც არაფერს ეფუძნება, არც არგუმენტს და არც მტკიცებულებას და ამას მოჰყვა კიდევ მმართველი პარტიის სხვა პირების განცხადებები. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის ცრუ ბრალდებები, რომელსაც არავითარი არგუმენტი და მტკიცებულება არ გააჩნია, საბოლოო ჯამში, ხდება ჭორაობა. შესაბამისად, ჩვენი პოზიციაა ისევ, რომ ამასთან დაკავშირებით დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, თუკი ვინმეს რაიმე გადატრიალება ჰქონდა მომზადებული, რადგან სხვაგვარად ეს იქნება მხოლოდ ჭორაობა, ჩვენი ამომრჩევლის, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის შეურაცხყოფა და ასეთი უარგუმენტო, ცრუ ბრალდებები, უბრალოდ, აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება. ველოდებით რეაგირებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან“, – განაცხადა დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები