თამარ გაბუნია: დონაციის სახით დამატებით „რემდესივირს“ მივიღებთ

„გილიადისგან“ დონაციის სახით მივიღებთ დამატებით „რემდესივირს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე მწარმოებელთან მონოკლონური ანტისხეულების მიღებასთან დაკავშირებით.

„მიმდინარეობს მუშაობა „გილიადთან“. იცით, რომ საქართველოს პროგრამა იყენებს „რემდესივირს“, რაც ემყარება აშშ-ის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს და, ასევე, ამერიკულ „გაიდლაინებს“. მიუხედავად იმისა, რომ, ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია „რემდესივირისთვის“ არ არის, მისი გამოყენების გამოცდილება ჩვენ, ინდივიდურ შემთხვევებში, პოზიტიური გვაქვს. ვფიქრობ, ამის შესახებ კლინიკური ჯგუფი მოკლე ხანში გააკეთებს თავის დასკვნას. „გილიადისგან“ დონაციის სახით მივიღებთ დამატებით „რემდესივირს“, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე მწარმოებელთან მონოკლონური ანტისხეულების მიღებასთან დაკავშირებით. ის შესაძლებლობები, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა, კლინიკური შემთხვევების მარვისთვის არსებობდეს, საქართველშიც არის, თუმცა, შემთხვევების ლეტალური გამოსავლით დასრულება ძალიან საყურადღებოა და ამას სამინისტრო მიმდინარე რეჟიმში სწავლობს“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები