„სტრატეგია აღმაშენებელი“, გრიგოლ ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე ერთ ფრაქციაში ერთიანდებიან
„სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე ერთიანდებიან და საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან.
ფრაქციას “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” ერქმევა. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, ფრაქციის აპარატს კი – სერგო ჩიხლაძე.