გიორგი ვაშაძე: სენატორებს, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, ვთხოვ, რომ ნატო-ს სამიტზე მიგვიწვიონ

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ის ამერიკელ სენატორებს, ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანს პირადად სთხოვს, რომ ნატო-ს სამიტზე ოპოზიცია იქნას მიწვეული.

“ზემნიშვნელოვანი შეხვედრაა. საკითხები, რაც იქნება, შარლ მიშელის შეთანხმება, მისი იმპლემენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმები, რომელიც გასატარებელია. ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, ჩრდილოეთ ნაკადი, რომელიც ცვლის აბსოლუტურად გეოპოლიტიკას და რას აპირებს ამერიკა. მე ვთხოვ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, ნატო-ს სამიტზე რომ მიგვიწვიონ იმიტომ, რომ რაღაც შეცდომები დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ და არ ვიცით ჩვენ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, დღეს ეწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები