დავით ბაქრაძე – გახარიაზე: არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი აფინანსებს – მთავარი კითხვაა, რა მიზანს ემსახურება და რა ამოცანა აქვს პოლიტიკაში მის შემოსვლას

“არ ვფიქრობ, რომ დავით კეზერაშვილი გიორგი გახარიას აფინანსებს”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დავით ბაქრაძე აცხადებს.

მისივე თქმით, გახარიასთან დაკავშირებით მთავარია არა დაფინანსების საკითხი, არამედ – ის კითხვები, რომელიც მის მიმართ არსებობს.

„არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი გიორგი გახარიას აფინანსებს. მთავარი კითხვაა – რა მიზანს ემსახურება და რა ამოცანა აქვს პოლიტიკაში მის შემოსვლას. მისგან რაც მოვისმინეთ, მან კითხვებზე პასუხები ვერ გაგვცა. უცნაურია, რომ ადამიანი, რომელიც ოთხი თვის წინ იყო საქართველოს პრემიერმინისტრი, ისე საუბრობს, თითქოს, სულ ახლახან რომელიღაც სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა საქართველოში და აღმოაჩინა, რომ, თურმე, ინსტიტუციები მოშლილია და კორუფციაა, მაშინ როცა პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციას იცავდა და ამბობდა, რომ ეს იყო ქართული „ჯიგრული“ მოვლენა. დღეს საუბრობს იმაზე, თუ როგორი ცუდია პოლარიზაცია და დაპირისპირება. ყველას გვახსოვს 20 ივნისი და მისი მუქარა ოპოზიციის მიმართ – დაგამთავრებთო. ამ ყველაფერზე საუბარი ამ ტონალობაში საზოგადოებაში უფრო მეტ კითხვას აღძრავს, ვიდრე პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ემსახურება მისი პოლიტიკაში შემოსვლა”, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები