საფრანგეთში მოზარდების აცრა 15 ივნისიდან დაიწყება

საფრანგეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას აფართოებს და ქვეყანაში 15 ივნისიდან მოზარდების აცრა დაიწყება.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

კერძოდ, ივნისის შუა რიცხვებიდან აცრის შესაძლებლობა ექნებათ 12-18 წლის მოზარდებს.

რაც შეეხება, ზოგადად, ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესს – ამჟამად, ვაქცინის პირველი დოზა გაკეთებული აქვს მოსახლეობის 50%-ს, დაახლოებით, 26,6 მილიონ ადამიანს, ხოლო 11,4 მილიონზე მეტმა პროცესი დაასრულა.

ამასთანავე, ქვეყანაში ეპიდვითარება უმჯობესდება, რეანიმაციებსა და კლინიკებში ახალი პაციენტების რაოდენობა მცირდება. ასე, მაგალითად, 30 მაისს, იანვრიდან პირველად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 3 ათასზე ნაკლები პაციენტი იმყოფებოდა – მაშინ, როდესაც ეპიდემიის პიკში ეს რიცხვი 6 ათასს შეადგენდა.

ამჟამად, საავადმყოფოებში 15 600-მდე ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები