ანრი ოხანაშვილი: ,,ნაცმოძრაობა” დესტრუქციის რეჟიმიდან არ გამოდის, რაც მათ კიდევ უფრო მილევად პარტიად აქცევს და, საბოლოოდ, ამომრჩეველს დაკარგავს
„ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციის რეჟიმიდან არ გამოდის, რაც მათ კიდევ უფრო მილევად პარტიად აქცევს და, საბოლოოდ, ეს პარტია ამ დღის წესრიგით ამომრჩეველს დაკარგავს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიუღებელია ის ფორმა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ირჩევს, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.
„ეს არის ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედება მაშინ, როცა ევროპული ინსტიტუტების ჩართულობით დოკუმენტი შევიმუშავეთ, რამაც საქართველოს შემდგომ გრძელვადიან განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს. პარტიებმა წვლილი უნდა შეიტანონ ამ დოკუმენტის აღსრულებაში. თუ რომელიმე პარტია ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს არის ნათელი და ამის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთებულა. „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციის რეჟიმიდან არ გამოდის, რაც მათ კიდევ უფრო მილევად პარტიად აქცევს და, საბოლოოდ, ეს პარტია ამ დღის წესრიგით ამომრჩეველს დაკარგავს და როგორც პარტია, იქნება დასუსტებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.