ლევან იოსელიანი: ხვალ მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ოპოზიცია ვხვდებით და უფრო დეტალურად შევძლებთ, განვიხილოთ ყველა საკითხი
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მივაწოდე ინფორმაცია”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო სასამართლო რეფორმის შეთანხმებასაც, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.
„მონიტორინგის კომიტეტს მივაწოდე ინფორმაცია მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. როგორც საარჩევნო რეფორმის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, მოვუყევი, თუ რა პროცესი განვვლეთ, სად ვართ ახლა, რომ მივიღეთ პირველი მოსმენით ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. ასევე, ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმის შეთანხმებაზე, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს და როგორ წარმოუდგენია ოპოზიციას ამ პროცესის სამომავლოდ განხორციელება. ხვალ გვაქვს უფრო დეტალური შეხვედრა, რადგან მათ მარტო ოპოზიცია ვხვდებით და უფრო დეტალურად შევძლებთ, რომ სიღრმისეულად განვიხილოთ ყველა საკითხი“, – განაცხადა იოსელიანმა.
თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.