“ლეიბორისტულმა პარტიამ” სემეკ-თან გაზის ტარიფის ზრდა გააპროტესტა

“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

სემეკ-ის შენობაზე მათ სიმბოლურად გაზის ქვითრები გააკრეს და ამ ფორმით გაზის ტარიფის ზრდა გააპროტესტეს.

“მოვითხოვთ, რომ როგორც მიიღო სემეკ-მა 27 მაისს სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც გაძვირდა გაზის ტარიფი, გაბათილდეს ეს აქტი, გასაჯაროვდეს ყველა ის გასაიდუმლოებული კონტრაქტი და ფინანსური დოკუმენტაცია, რომელსაც ადევს გრიფით საიდუმლო და ხელმძღვანელობენ ფასწარმოქმნის პროცესში”, – აღნიშნავს “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, მიხეილ ქუმსიშვილი.

შეგახსენებთ, მარეგულირებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ერთ კუბურ მეტრში თბილისის მოსახლეობას 8 თეთრით მეტის გადახდა მოუწევს. ახალი ტარიფი დღეიდან ამოქმედდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები