რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ნატო-ს გადაწყვეტილება სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არმიწვევასთან დაკავშირებით შეადარა მშობლების საქციელს, რომლებიც შვილებს საშინაო დავალების შესასრულებლად აგზავნიან.
“ცოტა მშობლის საქციელს ჰგავს: ეზოში ხეტიალი საჭირო არ არის, წადი, გაკვეთილები აკეთე”, – დაწერა მან Telegram-არხში.
ნატო-ს სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში ჩატარდება.