საქართველოს ეროვნულმა არქივმა ბავშვებისთვის სპეციალური გვერდი შექმნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე სპეციალური გვერდი შეიქმნა: https://archive.gov.ge/ge/bavshvebi-1 საბავშვო გვერდზე თავმოყრილია ეროვნული არქივის ფონდებში დაცული ბავშვებისა და მოზარდებისათვის საინტერესო მასალა.

მათ შორისაა: პირველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმი, ზღაპრების აუდიოჩანაწერები, ქართველი კლასიკოსი მწერლების აუდიოწიგნები, დიაფილმებისათვის შექმნილი ნახატები, საბავშვო ჟურნალ-გაზეთები, კინოსიუჟეტები. მომავალი თაობისთვის საარქივო მასალის საინტერესოდ მიწოდებისთვის ბოლო პერიოდში არაერთი პროექტი განხორციელდა.
ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები