„თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის გაზის ახალი ტარიფი დღეიდან შევა ძალაში
„თბილისი ენერჯის“ აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 7, 834 თეთრით მეტს გადაიხდიან.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972-ის გადახდა მოუწევთ დღგ-ს ჩათვლით.
ახალი ტარიფი დღეიდან, პირველი ივნისიდან ამოქმედდება და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ განცხადება გაავრცელა. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის.