თბილისში უხვი ნალექის გამო გზები დაიტბორა
თბილისში უხვი ნალექის გამო გზები დაიტბორა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ გზები დიდ დიღომშია დატბორილი.
უხვი ნალექის გამო მეხანძრე-მაშველები დედაქალაში რამდენიმე ადგილზე მუშაობენ.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შეტყობინებები შესულია, ყველა საჭირო რესურსი მობილიზებულია და მეხანძრე-მაშველები ოპერატიულ რეაგირებას ახდენენ.