გუბაზ სანიკიძე: ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერას და საპარლამენტო თანამდებობების არ დაკავებას

ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერას და საპარლამენტო თანამდებობების არ დაკავებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთნ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი იყო ერთობის შენარჩუნება.

„ჩემი პოზიცია იყო, რომ ვითამაშებდი გუნდურ თამაშს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო, იმ გადაწყვეტილებას დავეთანხმებოდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ერთობა სადეპუტაციო კორპუსის. ეს ერთობა შენარჩუნებულია, განმტკიცებულია. იყო სხვადასხვა მოსაზრებები. შესვლა, არშესვლა ტაქტიკის საკითხი იყო. ჩემთვის მთავარი იყო ერთობა შენარჩუნებულიყო თვითონ კოალიციაში, ეს შენარჩუნებულია.

ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერას და საპარლამენტო თანამდებობების არ დაკავებას“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები