,,ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილება საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ გააცნო.

“ჩვენ მას (ბიძინა ივანიშვილს) ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში,მთაში , ბარში, ყველგან ბიძინა ივანიშვილს ექნება წინააღმდეგობა“, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები