„ნაციონალურ მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება და კენჭისყრით გადაწყდება, შევლენ თუ არა ისინი საკანონმდებლო ორგანოში.
„პოლიტსაბჭომ, როგორც მთავარმა სათათბირო ორგანომ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებმა პოლიტიკურმა ბადემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება იქნება კვირას, რადგან კენჭისყრაზე უნდა დადგეს ეს საკითხი. გადაწყვეტილება ვერ იქნება, ვიდრე საკითხი კენჭისყრაზე არ დადგება“, – აცხადებს დეკანოიძე.