ანა ნაცვლიშვილი: სასამართლოს ქირურგიული ჩარევა სჭირდება, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია

„ყველა ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს, რომ სასამართლო ჰყავდეს კონტროლის ქვეშ. სასამართლოს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, რადგან არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა, ხელისუფლებაში იყოს კომპეტენტური ძალა.

„ყველა ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს, რომ სასამართლო ჰყავდეს კონტროლის ქვეშ. სასამართლოს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, რადგან არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ეს ქირურგიული და ფუნდამენტური ჩარევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში იქნება ძალა, რომელსაც ექნება კომპეტენცია, გამბედაობა, არ დასძლევს ცდუნება, რომ წინა და მოქმედი ხელისუფლების მსგავსად მორჩილი სასამართლო იყოლიოს. ქვეყანაში დაგროვილია სიღრმისეული ექსპერტიზა და ცოდნა, თუ რატომ არის სასამართლო ამ დღეში, როგორ ჩაიარა რეფორმის სხვადასხვა ტალღებმა და რა პრობლემები ჰქონდა. ამ რეფორმის წარმმართველი და განმსაზღვრელი უნდა იყოს უკვე არსებული გამოცდილება და ადამიანები სამოქალაქო სექტორიდან, დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა არის პრობლემა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები