სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა ვადა მოქალაქეობის დროებით აღდგენისა და, ასევე, მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით სარგებლობისა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აღნიშნული კანონის მიღებასა და ამოქმედებას.

“აღსანიშნავია, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო.

აღნიშნულ ეტაპზე კი საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები