მურმან მარგველაშვილი – ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდაზე: დარგის შესანარჩუნებლად სემეკ-ს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო
“დარგის შესანარჩუნებლად სემეკ-ს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო”, – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა, მურმან მარგველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი კურსის ცვლილებით გამოწვეული სხვაობის ბიუჯეტიდან დაფარვა რჩებოდა.
„გაზის ტარიფი ლარის კურსის ცვლილების გამო გაიზარდა. ქვეყანაზე უფასო არაფერია და ეს რომ არ ასახულიყო ტარიფში, ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა ბიუჯეტიდან დაფარვა კურსის ცვლილებით გამოწვეული სხვაობის, რაც ისევ ჩვენი ფულის გადახდა გამოდის“, – აცხადებს მურმან მარგველაშვილი.
სემეკ-მა ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფი ბოლოს 2019 წლის 31 დეკემბერს დაადგინა, როდესაც ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2,8677–ს შეადგენდა. ლარი დღემდე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა.
ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 8 თეთრამდე გაიზარდა და 1 მ3–ის ფასი 1–ელი ივნისიდან 54 თეთრი იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა 27 მაისის სხდომაზე მიიღო.