ზურაბ ქადაგიძე – გახარიაზე: ბევრი ლეგიტიმური კითხვა იბადება საზოგადოებაში – ვისი პარტნიორი იქნება, ვინ დააფინანსებს, როგორ გზას აირჩევს, რატომ იგებს საზოგადოება მის გეგმებზე ექსკლუზიურად კეზერაშვილის ტელევიზიიდან

“ბევრი ლეგიტიმური კითხვა იბადება საზოგადოებაში – ვისი პარტნიორი იქნება, ვინ დააფინანსებს, როგორ გზას აირჩევს, რატომ იგებს საზოგადოება მის გეგმებზე ექსკლუზიურად კეზერაშვილის ტელევიზიიდან”, – ამის შესახებ „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლოგიკურია, გახარიამ გამოიყენოს ყველა რადიკალური თუ კონსტრუქციული საშუალება იმისათვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ 43% არ აიღოს.

,,მარტივი ლოგიკაა – როდესაც პარტიას აფუძნებ და ცდილობ, ძლიერი ოპოზიციური პლატფორმა შექმნა ავტომატურად იწყებ მუშაობას 43%_იან ჩამკეტ მექანიზმზე, რათა გამოიყენო შესაძლებლობა ვადამდელი არჩევნების გზით შეცვალო ხელისუფლება.

ანუ, გახარიას გუნდი პოლიტიკურ ბრძოლაში შევა ხელისუფლების წინააღმდეგ და გამოიყენებს ყველა საშუალებას ,,ქართულმა ოცნებამ” ვერ აიღოს 43%.

თუმცა ბევრი ლეგიტიმური კითხვა იბადება საზოგადოებაში. ვისი პარტნიორი იქნება,ვინ დააფინანსებს,როგორი გზას აირჩევს,რატომ იგებს საზოგადოება მის გეგმებზე ექსკლუზიურად კეზერაშვილის ტელევიზიიდან და ა.შ.

არის კედევ ერთი მთავარი კითხვა – არის თუ არა ღალატი მისი მხრიდან გუნდზე ზურგშექცევა, მაშინ როდესაც იგი გადადგა?

აქედან გამომდინარე…
ლოგიკურია, ბატონმა გახარიამ გამოიყენოს ყველა რადიკალური თუ კონსტრუქციული საშუალება იმისათვის ,რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ 43% არ აიღოს.
P.S.
დაველოდოთ 29 რიცხვს. კეზერაშვილის ტელევიზიამ ეგრე დაგვიანონსა”, – წერს ქადაგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები