“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათის შესასვლელი ჩაკეტეს 

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათის შესასვლელი ჩაკეტეს.

ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი გუმათის შესასვლელთან გზას კეტავენ.

მისი თქმით, ამით უზრუნველყოფენ იმას, რომ ადგილზე კომპანიის სატრანსპორტო საშუალება არ შევიდეს.

„ამ ადგილზე ხეობა გადაიკეტა, გავნაწილდით. სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა. მხოლოდ კომპანაიისთვის, მოსახლეობას გადაადგილება არ შეეზღუდება“, -აღნიშნა გოლეთიანმა.

ამ წუთებში, “რიონის ხეობის მცველები” სოფელ გუმათის იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც კომპანია “ენკას” ერთ-ერთი ოფისია განთავსებული. კომპანიის ეზოში კი სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები