გიორგი ვაშაძე: ჩვენს ყველა გმირს ჩვენი წარსულიდან განსაკუთრებულ პატივს უნდა ვცემდეთ

“დიდება გმირებს, დიდება გენერალ კვინიტაძეს, რომელიც არის მართლაც გამორჩეული ქართველი მთავარსარდალი საქართველოს ისტორიაში”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული სწორედ ქართველი გმირების პატივისცემაზე, მათ მიერ გაკეთებული საქმის წარმოჩენაზეა დამოკიდებული.

“დიდება გმირებს, დიდება გენერალ კვინიტაძეს, რომელიც არის მართლაც გამორჩეული ქართველი მთავარსარდალი საქართველოს ისტორიაში. გენერალ კვინიტაძეს ომი არ წაუგია, ის არის სულისჩამდგმელი სწორედ ქართული არმიის, რომელიც იცავდა საქართველოს ოკუპაციისგან 1921 წელს. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ გმირებს. პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული სწორედ ქართველი გმირების პატივისცემაზე, მათ მიერ გაკეთებული საქმის წარმოჩენაზეა დამოკიდებული. გულისტკენით მინდა, აღვნიშნო, რომ დილით ვიყავი მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში, მისი დაბადების დღეა დღეს. გმირებს პატივს უნდა ვცემდეთ ყოველთვის, არ უნდა იყოს მიგდებული მისი სახლ-მუზეუმი და მას უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი პატივისცემა იმიტომ, რომ დღეს გენერალი კვინიტაძე სწორედ მის გვერდით იპოვის საბოლოო განსასვენებელს მთაწმინდის პანთეონში,  ჩვენს ყველა გმირს ჩვენი წარსულიდან განსაკუთრებულ პატივს უნდა ვცემდეთ. ჩვენს შვილებს სწორედ ამაზე უნდა ვზრდიდეთ. საქართველოს იდეა სწორედ ამით გაძლიერდება”,- განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები