ირაკლი ჩიქოვანი: ნამდვილად პარალელური სამყაროა ის, როდესაც ადამიანები ყველაფერს პრობლემად წარმოაჩენენ და ამბობენ, რომ ყველაფერი ცუდადაა და არაფერი გვეშველება

“თქვენი თანამონაწილეობა აუცილებელია იმაში, რომ ძალიან მტკივნეული რეფორმები ერთად განვახორციელოთ, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მოვახდინოთ”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პარალელური სამყაროა, როდესაც ადამიანები ყველაფერს პრობლემად წარმოაჩენენ.

„აქ, ასევე, საუბარი იყო პარალელურ სამყაროზე. დიახ, ნამდვილად არის პარალელური სამყარო ის, როდესაც ადამიანები ყველაფერს პრობლემად წარმოაჩენენ და ამბობენ, რომ ყველაფერი ცუდადაა და არაფერი გვეშველება. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს წარმოდგენა, რომ ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფერი კარგად არის და მიღწეული გვაქვს ისეთ სიმაღლეებს, როცა შეგვიძლია, გულხელდაკრეფილი ვისხდეთ. თქვენი თანამონაწილეობა აუცილებელია იმაში, რომ ძალიან მტკივნეული რეფორმები ერთად განვახორციელოთ, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მოვახდინოთ.

ნუ ვისპეკულირებთ ფაქტებით, ნუ ვიჟონგლიორებთ და ერთმანეთს შევეჯიბროთ შინაარსობრივ დებატებში, ვის გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა და კვალიფიკაცია, ეს ქვეყანა გავხადოთ ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები