ვახტანგ მეგრელიშვილი: ძალიან მაწუხებს პარლამენტის შემოსასვლელში რკინის ღობე, ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ, ყოველ დილას ციხეში შესვლა არ მინდა

“ძალიან მაწუხებს პარლამენტის შემოსასვლელში რკინის ღობე, ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა მე არ მინდა”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბევრი რაღაც მინდოდა, მეთქვა, რადგან პირველი გამოსვლაა. გუშინაც ვლაპარაკობდით, რომ რა არის ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც შეიძლება, ვთქვა და, მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე, რადგან თქვენ ყველაფერს შეეხეთ. გადავწყვიტე, რაც მართლა მაწუხებს, ის გითხრათ. ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რომ უყურებ, ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა მე არ მინდა. ამიტომ დავიწყე თქვენთან კომუნიკაცია, ვის მოსწონს ეს ღობე და ვის არა, გარწმუნებთ, რომ უმრავლესობას არ მოსწონს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები