ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზია დაპატიმრებული ოპოზიციონერი ჟურნალისტის ვიდეომიმართვას ავრცელებს

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზია „ბელარუს-1“-ი დაპატიმრებული ოპოზიციონერი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვას ავრცელებს.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში რომან პროტასევიჩი აცხადებს, რომ მინსკის იზოლატორში იმყოფება და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

პროტასევიჩი ასევე აღნიშნავს, რომ სამართალდამცავები მას „მაქსიმალურად კორექტულად და კანონიერად“ ექცევიან. ამასთან, ჟურნალისტის განცხადებით, ის აძლევს აღიარებით ჩვენებას მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზების ფაქტთან დაკავშირებით.

რომან პროტასევიჩის დედის განცხადებით, სამედიცინო წრეების წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მისის შვილი საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები