ევროკომისიის პრეზიდენტი: გავაგრძელებთ ბელარუსის რეჟიმზე ზეწოლას იქამდე, ვიდრე ის არ სცემს პატივს მედიის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას

გავაგრძელებთ ბელარუსის რეჟიმზე ზეწოლას იქამდე, ვიდრე ის არ სცემს პატივს მედიის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტიმა ურსულა ფონ დერ ლაიენიმ განაცხადა.

იგი განმარტავს, რა ტიპის სანქციები მოჰყვება ბელარუსის ხელისუფლების მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცებას და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას.

„სანქციები შეეხება თვითმფრინავის გატაცებაში ჩართულ პირებს, რეჟიმის დამფინანსებელ ბიზნესკომპანიებს, ავიაციის სექტორს. გავაგრძელებთ რეჟიმზე ზეწოლას იქამდე, ვიდრე ის არ სცემს პატივს მედიის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას. რომან პროტასევიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები