ბელარუსში ლატვიის ელჩს ერთი დღის ვადა მიეცა ქვეყნის დასატოვებლად

ბელარუსში ლატვიის ელჩს ერთი დღის ვადა მიეცა ქვეყნის დასატოვებლად,-  ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ გააკეთა.

„ელჩს შევთავაზეთ 24 საათის განმავლობაში დატოვოს ბელარუსის ტერიტორია. მთელ დიპლომატიურ და ადმინისტრაციულ – ტექნიკურ შემადგენლობას ასევე შევთავაზეთ, დატოვონ ბელარუსი 48 საათის განმავლობაში. დარჩება ერთი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი შენობის მოსავლელად“, – განაცხადა მინისტრმა.

ლატვიის ელჩი სამინისტროში დაიბარეს იმასთან დაკავშირებით, რომ 24 მაისს რიგაში, სასტუმრო Radisson Blu Hotel Latvija-სთან, სადაც ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები ცხოვრობენ, ბელარუსის წითელ და მწვანე ფერებიანი სახელმწიფო დროშა შეიცვალა ეროვნული დროშით, რომელიც არის თეთრი-წითელი-თეთრში. დროშები პირადად შეცვალეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა და რიგის დუმის თავმჯდომარემ მარტინშ სტაკისმა.

ცნობილი გახდა, რომ მინსკის საპასუხოდ, ლატვია ქვეყნიდან აძევებს ბელარუსის ელჩსა და საელჩოს ყველა დიპლომატს, ასევე ყველა თანამშრომელს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა იანის ბეკერისმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები