ხათუნა სამნიძე: არ ვუჭერთ მხარს ამნისტიას, რომლითაც ჯალათები იქნებიან ამნისტირებულები

“არ ვუჭერთ მხარს ამნისტიას, რომლითაც ჯალათები იქნებიან ამნისტირებულები”, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ნახავს, რაზე იღებს პოლიტიკური ძალა პასუხისმგებლობას.

„არ ვუჭერთ მხარს ამნისტიას, რომლითაც ჯალათები იქნებიან ამნისტირებულები ან თანამდებობის პირები და ყველა ამ პოზიციაზე ვიქნებით. არ მოხდება იმათი ამნისტირება, ვინც უკანონო ბრძანება გასცა. ორი კანონპროექტი არის, ბუნებრივია, შეთავაზებული, რაც არ ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. საზოგადოება ნახავს, რაზე იღებს პასუხისმგებლობას პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა სამნიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები