ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაცმოძრაობა“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია – პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც მათთვის თანაბრად პრობლემურია

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩიხურ მდგომარეობაში თავი თავად ჩაიგდო.

მისივე თქმით, დღეს ამ პარტიისთვის თანაბრად პრობლემურია, შევლენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში.

„ნამდვილად აღარ მინდა ამ რადიკალურ ჯგუფზე, „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ისინი 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, შემდეგ აღმოჩნდა ისე, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროკავშირის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტს. მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში, დილემის წინაშე არიან. მათი პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც მათთვის თანაბრად პრობლემურია. თავად ჩაიგდეს თავი ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები