დღეიდან ,,სინოვაკით” ვაქცინაცია იწყება – “უახლეს დასკვნებზე დაყრდნობით, „სინოვაკის“ ეფექტიანობა „ფაიზერისას“ უტოლდება”

დღეიდან ,,სინოვაკით” ვაქცინაცია იწყება.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანლის, ივანე ჩხაიძის თქმით, უახლეს დასკვნებზე დაყრდნობით, „სინოვაკის“ ეფექტიანობა „ფაიზერისას“ უტოლდება.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ გაიზრდება ყოველდღიურად ვაქცინირებულთა რაოდენობა. ეს ვაქცინა აქტიური აღმოჩნდა ყველა სხვა შტამის, ვირუსის მუტაციის მიმართ, რაც დღეს ჩვენში შეშფოთებას იწვევს. ამ ვაქცინას მართლაც მაღალი ეფექტიანობა აქვს. გვერდითი მოვლენები, ძირითადად, ლოკალური რეაქციებით განისაზღვრება. უმრავლეს შემთხვევაში, ესაა ინექციის ადგილას ტკივილი, შეშუპება, სიწითლე. სისტემური რეაქცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმ ვაქცინების გამოყენებისას, რომელიც საქართველოში უკვე გვაქვს“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ 30 მარტიდან, 4 მაისიდან –  ,,სინოფარმით”. 21 მაისიდან საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციაცაა შესაძლებელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები