რესპუბლიკის მოედანზე „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

“ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე მისცეს დრო იმისთვის, რომ მათ მოთხოვნებზე შესაბამისი პასუხი მიიღონ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე არ იქნება პასუხი, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

„ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ითხოვენ, „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გამოცხადდეს აღნიშნულ სექტორში მორატორიუმი. ამასთან, დღეს აქციაზე გაჟღერდა მოთხოვნა, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას წინააღმდეგ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ჰესთან დაკავშირებით კონკრეტულ დოკუმენტაციას ხელს აწერს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები