ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმაზე: თავიდან ბოლომდე შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად ვიმოქმედებთ 

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლო რეფორმა აუცილებლად შესრულდება.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად იმოქმედებს.

„ჩვენ თავიდან ბოლომდე შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, სასამართლო რეფორმა ამ დოკუმენტის მიხედვით უნდა განხორციელდეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე. ეს პირობა აუცილებლად იქნება შესრულებული. ამასობაში თუ ვინმე არის დასანიშნი, ეს პირები აუცილებლად უნდა დაინიშნონ. ეს არის ძალიან მარტივი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები