“ლელოში” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები მიმდინარეობს
“ლელოში” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები მიმდინარეობს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კრწანისის, დიდუბის, ჩუღურეთის და ვაკის რაიონებში რეგისტრირებულმა პარტიის წევრებმა რაიონულ კონფერენციებზე აირჩიეს მმართველი ორგანოები – გამგეობები – და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები. მაისის ბოლომდე ჩატარდება ნაძალადევის, მთაწმინდის, გლდანის, ისნის, სამგორის და საბურთალოს რაიონული კონფერენციები.
“შიდაპარტიულ, თანამონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებით, პარტიის წევრებს ეძლევათ საშუალება კონკურენტულ გარემოში, ერთის მხრივ, საკუთარი კანდიდატურები წარმოადგინონ მმართველი ორგანოების წევრობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, თავად აირჩიონ გამგეობები არაუმეტეს 7 წევრის შემადგენლობით. გამგეობის შემადგენლობაში აუცილებლად აირჩევიან ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი.
სწორედ ეს გამგეობები იქნებიან ძირითადი რგოლები, რომლებიც დაგეგმავენ და წარმართავენ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, აქტიურად ჩაერთვებიან დედაქალაქის და რაიონების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მონაწილეობას მიიღებენ პარტიის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაზე.
არჩევნების პროცესში პარტია ლელოს 656 ახალი წევრი შემოუერთდა, რომელთათვისაც პარტიის წევრად გახდომის მთავარი სტიმული არჩევნების პროცესში მონაწილეობა იყო.
დღეს ნაძალადევის და მთაწმინდის არჩევნები ჩატარდება. ადგილობრივი ორგანიზაციების წევრები აირჩევენ მმართველი გამგეობის წევრებს, გამგეობები კი თავისი რიგებიდან აირჩევენ თავმჯდომარეებს.
ლელოში თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციები 16 მაისს დაიწყო და და 30 მაისს დასრულდება. დაკომპლექტებულია კრწანისი, დიდუბე, ჩუღურეთისა ვაკის ორგანიზაციები.
23 მაისს დაკომპლექტდება ნაძალადევი მთაწმინდის ორგანიზაციები, 29 მაისს ისანი- გლდანი, 30 მაისს თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები სამგორისა და საბურთალოს არჩევნებით დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.