ივანე ჩხაიძე: რა თქმა უნდა, „ფაიზერი“ თავისი მახასიათებლებით მართლაც გამორჩეული ვაქცინაა, თუმცა, იმის თქმა, რომ „სინოფარმი“ ან „სინოვაკი“ არაეფექტურია, არ არის სწორი
“რა თქმა უნდა, „ფაიზერი“ თავისი მახასიათებლებით მართლაც გამორჩეული ვაქცინაა, თუმცა, იმის თქმა, რომ „სინოფარმი“ ან „სინოვაკი“ არაეფექტურია, არ არის სწორი”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ვაქცინებს ნაკლებად აგრესიული და ნაკლებად ინტენსიური გვერდითი მოვლენები აქვს. არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა დღეისათვის დაფიქსირებული არაა მიუხედავად იმისა, რომ ასობით მილიონი დოზაა უკვე გამოყენებული.
„იმის გამო, რომ „ასტრაზენეკა“ 45 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში გამოიყენება, ასევე ჩვენ ქვეყანაში გვქონდა ძალიან სერიოზული ასაკობრივი ღიაობა – 18-დან 44 წლამდე მოსახლეობას არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ვაქცინა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა მოთხოვნადი „სინოფარმის“ ვაქცინა. ამას დაემატა ის, რომ რამდენიმე დღეში ვაქცინამ მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია. ანალოგიური მდგომარეობაა შექმნილი „სინოვაკთან“ დაკავშირებითაც. ახლა 18-44 წლის მოქალაქეებისთვის სხვა ვაქცინა პრაქტიკულად არ გვაქვს. „სინოფარმის“ პირველი პარტია უკვე მთლიანად არის ათვისებული, „ფაიზერი“ ასევე ათვისებულია, ამიტომ დარჩა მხოლოდ „სინოვაკი“. მოსახლეობის ასეთი ინტერესი „სინოვაკის“ მიმართ გასაკვირი არაა. რა თქმა უნდა, „ფაიზერი“ თავისი მახასიათებლებით მართლად გამორჩეული ვაქცინაა, თუმცა იმის თქმა, რომ „სინოფარმი“ ან „სინოვაკი“ არაეფექტურია, არ არის სწორი. ამ ვაქცინებს ნაკლებად აგრესიული და ნაკლებად ინტენსიური გვერდითი მოვლენები აქვს. არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა დღეისათვის დაფიქსირებული არაა, მიუხედავად იმისა, რომ ასობით მილიონი დოზაა უკვე გამოყენებული. ორივე ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, ზოგიერთ კვლევებში კი 84-87%-ს აღწევს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. დღევანდელი მონაცემებით, 57 ქვეყანას აქვს გაცემული ავტორიზაცია „სინოფარმზე“, 37-ს კი „სინოვაკზე“. ეს არის არა მხოლოდ აზიის, არამედ – ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.